|
2016-06-10 13:15:44, 1315 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღეს
სტამბოლში 7 ივნისს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღო, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Huriaty იუწყება. როგორც მედია საშუალება დაჯგუფების ვებ გვერდზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმა თურქეთის სამხრეთ-აღმოავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე პასუხი იყო. ამავე დროს, "ქურთისტანის გათავისუფლების ქორების" მებრძოლები უცხოელ ტურისტებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით თურქეთში არ ჩავიდნენ. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავებულია. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)