08:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 14:22:53, 654 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი: შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს, ნატომ საქართველო თავის რიგებში არ მიიღო

 „ვფიქრობ, შეცდომა იყო ის, რომ 2008 წელს ნატომ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში არ მიიღო. ნატოს რომ მაშინ  საქართველო მიეღო, პუტინის გეგმები დღეს სულ სხვაგვარი  იქნებოდა", - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, ვინაიდან სადავო საკითხები აგრესიით არ უნდა წყდებოდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა და დემოკრატიის მშენებლობა იმისათვის, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

ელიოტ ენჯელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე 25 წელია, რაც აქტიურად ეხმარება საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლასა და დემოკრატიის მშენებლობაში.

„25 წლის წინ საქართველო არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ასე რომ, ქართველმა ხალხმა უკვე იცის, თუ რას ნიშნავს იყო თავისუფალი და  ასევე ისიც, თუ რას ნიშნავს არ იყო თავისუფალი. მაგრამ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისუფლება და ის ყველაფერზე მაღლა დააყენა", -  განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics