20:41 - 21 Jul, 2026
|
2016-06-09 14:06:27, 1389 ნახვა
მსოფლიო
თელ-ავივის ცენტრში სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელ-ავივის ცენტრში სავარაუდოდ ორმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. 3 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველების ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია. როგორც სააგენტო იუწყება, ინციდენტი ისრაელის სამხედრო შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს შენობების კომპლექსის მახლობლად მოხდა. თელ-ავივის ამ რაიონში ასევე მრავალი კაფე და რესტორანია განლაგებლი. ერთ-ერთ კაფეს სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებიც ისრაელის ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი მამაკაცი კაფეში მყოფ ხალხს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)