|
2016-06-09 13:53:53, 1370 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში ორ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად 22 დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, ერთი აფეთქება კომერციულ რაიონში, მეორე კი სამხედრო ბლოკპოსტთან მოხდა. ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ალ-ჯადეედას რაიონში, სადაც სავაჭრო დაწესებულებებია განთავსებული, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, ტაჯის ბლოკპოსტის ტერიტორიაზე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 7 სამხედრო დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბაღდადში ტერაქტების სერია "ისლამური სახელმწიფოსგან" ფალუჯას გასათავისუფლებლად მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)