20:41 - 21 Jul, 2026
|
2016-06-09 13:47:49, 1435 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე შესვლა რამადანის განმავლობაში 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს
ისრაელის ხელისუფლებამ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა 83 ათას პალესტინელს აუკრძალეს, - ამის შესახებ BBC ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელებს ისრაელში ნათესავებთან სტუმრობა, ასევე იერუსალიმში რელიგიურ ცერემონიალებზე დასწრება და თელ-ავივის აეროპორტით სარგებლობა ეკრძალებათ. როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზნებით შეძლებენ. ისრაელმა აღნიშნულ ზომებს მას შემდეგ მიმართა, რაც თელ-ავივში 2 პალესტინელის მიერ ცეცხლის გახსნას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)