|
2016-06-09 11:58:28, 1319 ნახვა
მსოფლიო
პუშკოვი: საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო
საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა. პუშკოვის თქმით, კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ ნატო-ს გაფართოების მცდელობებით დაიწყო. „ნატო-ს ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას ცდილობდა, როცა საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო“, - განაცხადა პუშკოვმა. მისივე თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის მეორე მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა, რომელიც, პუშკოვის აზრით, რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)