02:35 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 22:09:11, 4631 ნახვა

მსოფლიო
Charlie Hebdo-ს გადარჩენილი თანამშრომლები 14 იანვარს ახალ ნომერს მილიონიანი ტირაჟით გამოუშვებენ

ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს გადარჩენილი თანამშრომლები 14 იანვარს გამოცემის ახალ ნომერს მილიონიანი ტირაჟით გამოუშვებენ.
ამის შესახებ ჟურნალის კოლუმნისტმა პატრიკ პელუმ განაცხადა.
"ძალიან გვიმძიმს, ყველანი ვგრძნობთ მწუხარებას და შიშს, თუმცა ახალ ნომერს მაინც გამოვუშვებთ, რადგან სიბრიყვე ვერ გაიმარჯვებს", - განაცხადა პელუმ.
მისივე თქმით, Charlie Hebdo-ს მომდევნო ნომერი 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდება, თუმცა ჩვეული 16 ფურცლის ნაცვლად, მხოლოდ რვაფურცლიანი იქნება.
გამოცემის მომზადებაში Liberation-ის,Canal+-ისა და Le Monde-ს ჟურნალისტები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.
ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე,  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics