23:44 - 21 Jul, 2026
|
2016-06-07 18:35:27, 1377 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ტერაქტთან დაკავშირებით 4 ეჭვმიტანილია დაკავებული
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან კავშირში 4 ეჭვმიტანილი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სტამბოლის უსაფრთხოების სამმართველოს ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. ამჟამად დაკავებულები დაკითხვაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მეტროპოლიტენთან ახლოს, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია. აფეთქების შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)