04:20 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:56:22, 599 ნახვა

პოლიტიკა
ხადურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო რეჟიმი 8 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანა  წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადაა. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნო რეჟიმი 8 ივნისიდან შევა ძალაში, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება.

მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, როგორც საქართველოს პარლამენტის,  ისე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ. არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს, 8 ივნისიდან შევა ძალაში. თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიური ფაზა დაიწყება ალბათ, 8 აგვისტოს. თუმცა, მანამდეც გარკვეული ტიპის შეზღუდვები უკვე იმოქმედებს.

ბიუჯეტს რაც შეეხება, ბიუჯეტთან მიმართებაში და ახალ ინიციატივებთან მიმართებაში, ეს არის არჩევნებამდე 60 დღით ადრე და შესაბამისად, ამ პერიოდში ანუ 8 აგვისტოს შემდეგ, სხვა რეგულაციები ამოქმედდება. მზად არის თუ არა ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ არჩევნები გვექნებოდა წელს ჩასატარებელი”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics