23:45 - 21 Jul, 2026
|
2016-06-04 10:36:20, 1580 ნახვა
მსოფლიო
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC სპორტსმენის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, 2 ივნისს მუჰამედ ალი საავადმყოფოში რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან ბოლო დღეები გაატარა. ცნობისთვის, სპორტიდან წასვლის შემდეგ 4 წელში, 1984 წელს მუჰამედ ალის პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივე იყო, რომელმაც 3-ჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მძიმე წონის კატეგორიაში. პირველად მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1964 წელს მოიპოვა, შემდეგ 1974 და 1978 წლებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)