2016-06-03 15:27:47, 784 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამარ სანიკიძე ჩვენს გუნდში რჩება
განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე " ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სანიკიძის შემცვლელის წარდგენისას განაცხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელიც მან ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა. ეს იყო უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმატული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, მისი ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ამ ნიშვნელოვანი რეფორმების შედეგებით ეს ნამდვილად სახეზეა.
ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად უახლოეს პერიდოში გვექნება უკვე საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან