2016-06-03 13:58:53, 608 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხს განიხილავენ
პრეზიდენტის მიერ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე დადებული ვეტოს საკითხზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობენ.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, პრეზიდენტის შენიშვნები ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის თანხვედრაშია და იგი კანონპროექტის სამ ძირითად მიმართულებას ეხება.
საკითხი შეეხებოდა ზოგად და გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ქვორუმს, მოსამართლეთათვის ათწლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებას და პლენუმისთვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პრეზიდენტის შენიშვნებს მხარს უჭერს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან