|
2016-06-02 22:14:42, 1047 ნახვა
სამართალი
ივანიშვილი: მურუსიძის ქცევაზე სამარცხვინო ის იყო, რომ გირვლიანის ადვოკატმა - შავგულიძემ, უგულავა პოლიტპატიმრად დაასახელა
მურუსიძის ქცევაზე მეტი სამარცხვინო ჩემთვის იყო ის, რომ შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, იკადრა და პოლიტპატიმრად უგულავა დაასახელა, - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ შალვა შავგულიძის განცხადებას, რომელმაც გიგი უგულავა პოლიტპატიმრად შეაფასა. ყოფილი პრემიერის თქმით, სააკაშვილიც, რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ. ”დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც, რომ პატიმარი ყოფილიყო, მასაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა. ჩემთვის აუხსნელი იყო, რომ კაცმა, რომელმაც გირგვლიანის ადვოკატი იყო, პოლიტპატიმრებად დაასახელა ის პირები, ვინც უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში - გირგვლიანს რა გაუკეთეს. ჩემთვის ეს დიდი სირცხვილია”, - აღნიშნა ივანიშვილმა. რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლე ლევან მურუსიძის დატოვებასთან დაკავშირებით არსებულ უკმაყოფილებას, ექს-პრემიერის თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოსამართლეების შეცვლა არ შეეძლო. ”ეჭვი ნებისმიერ მოსამართლეზე შეიძლება გამოთქვა - ადეიშვილის სისტემა შევინარჩუნეთ და მას მივეცით საშუალება თვითგადარჩენის და თვითგაწმენდის. მთელი სასამართლო იყო ტყვე. მოსამართლეების შეცვლა ჩვენ არ შეგვეძლო, არ გვქონდა სხვა გზა და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა ავირჩიეთ, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ და თვითონ სასამარლო იბრძვის, რომ თავის თავი გადაირჩინოს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)