21:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 12:31:01, 944 ნახვა

სამართალი
პროკურატურა კორცხელის ეპიზოდზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს მოითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, კორცხელის ეპიზოდთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს.

შოთაძის განცხადებით, ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

"კორცხელის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 6 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ დღეს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს", - განაცხადა შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics