|
2016-06-01 11:33:31, 852 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსონ ენგოიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11'-108-ე მუხლით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თბილისში, ბაბუციძის ქუჩაზე, შ.პ.ს. „ორი ნაბიჯის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ ენგოიანმა ოჯახური კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას - ედუარდ არზუმანიანს მოკვლის განზრახვით დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. ედუარდ არზუმანიანი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სამსონ ენგოიანი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სასამართლომ ბრალდებულ სამსონ ენგოიანს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)