|
2016-05-31 17:38:03, 896 ნახვა
სამართალი
ბესელია არ გამორიცხავს, „საკონსტიტუციო სასამართლოს კანონთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გაითვალისწინონ
ჩვენ ვიმუშავეთ იმ საკითხებზე, რომელიც გამოყო ვენეციის კომისიამ. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის შეხვედრები და კონსულტაციები იყო, - ასე პარლამენტის გამოეხმაურა ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას. ამასთან ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის პოზიციები მთავრობამ გაითვალისწინოს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველას საერთო მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მეტი გარანტიების შექმნაა, ჩვენ შევძელით, რომ პოზიციები დაგვეახლოვებინა და კონსულტაციების შედეგად შევჯერებულვიყავით ძირითად საკითხებზე. იმ კონკრეტულ სამ საკითხზეც წინასწარი კონსულტაციებით პოზიციები შევაჯერეთ. შესაძლებელია პრეზიდენტის პოზიციები გავითვალისწინოთ,“- აღნიშნა ბესელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონს ვეტო დაადო. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უარყოფითად აფასებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)