23:45 - 21 Jul, 2026
|
2016-05-30 15:09:31, 1397 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ტროპიკულ შტორმს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწიში, უტარ-პრადეშის შტატში ტროპიკულ შტორმს 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებულია. ინდოეთის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამმართველო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უტარ-პრადეშის შტატში წვიმა და ქარი კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)