|
2015-02-26 11:30:25, 551 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ვენის საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობს
26-27 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საგარეო საქმეთა ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური და იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაბაიძე ვენის საერთაშორისო ცენტრის გაეროს ოფისში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ევროპის რეგიონთა ასამბლეის მხარდაჭერითა და „ზერო პროექტის“ ფარგლებში დაგეგმილ მეოთხე კონფერენციას თემაზე „ დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური მონაწილეობა“ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი და ლიდერები დაესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემებია: შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები, მათი სოციალური ჩართულობა, ახალი პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავება უკეთესი ცხოვრებისათვის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად 150 ქვეყნის 3000-მდე ექპერტი ეცადა გამოევლინა ყველაზე ეფექტური და ინოვაციური პოლიტიკა შშმ პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. განიხილება 40 ახალი პოლიტიკის პროექტი და გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებასთან და მათ პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიმდინარეობის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის რამდენიმე ორგანიზაცია უკვე ჩაერთო ყოველწლიურ კონფერენციის ფორმატში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეფექტური ევროპული გამოცდილების განხილვის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წაახალისონ, დაიცვან და კიდე უფრო განავითარონ შშმ პირთა უფლებები და იზრუნონ მათი ყოვედღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა დამცველ და “ზერო “ პროექტის პოლიტიკის კვლევისა და კონფერენციის ორგანიზატორთან ინგრიდ ჰაიდოფთან. ასევე ვენის მერთან თომას რეშთან.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)