|
2016-05-28 17:29:27, 1364 ნახვა
მსოფლიო
„ევრო 2016“ შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე იყოს
გერმანიის სპეცსამსახურებმა საფრანგეთი შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს, - ამის შესახებ Süddeutsche Zeitung იუწყება. გერმანული მედიის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმების სერიის მოწყობას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის დროს გეგმავს, რომელიც საფრანგეთის ქალაქებში 10 ივნისიდან 10 ივლისის პერიოდში იგეგმება. როგორც გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰანს მასენი აცხადებს, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე „ევრო-2016-ია“. თუმცა, მისივე თქმით, ტერორისტების კონკრეტული გეგმების შესახებ დაზვერვას ინფორმაცია არ აქვს. მასენი ევროპელებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს და ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიუთითებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)