2016-05-28 13:22:40, 639 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს დაინიშნა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს დაინიშნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომა 15:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 30 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები“, - ნათქვამია უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან