14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 16:59:30, 568 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მასუდ აჰმედს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მასუდ აჰმედს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის საკითხები, ასევე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მონეტარული და ფისკალური ინსტრუმენტების ურთიერთქმედება, საგადასახადო და ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics