14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 15:03:50, 527 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა: საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. მისი თქმით, ის არ აპირებს ისეთ სამხეცეთში მუშაობას, როგორიც დღეს საქართველოს პარლამენტია.

მისი შეფასებით, დღეს საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს.   

„ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია, მთლიანად ასახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს იყო ცინიზმით აღსავსე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. როდესაც მტერი შენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეს კლავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ღიად ლობირებენ მტრის ჯაშუშების გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქარველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის ურთიერთობა დამპყრობელთან იმ კონდიციამდე თბება, რომ მწვანილის გატანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისულფებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმი მართავს.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა რომელბმაც ჩაიდინეს ის მხეცობა, რომელიც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადო თქვენთან ერთად მუშაობას. ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განახებთ იგივე შედეგს, რაც კორცხელსა და ნასაკირალში იგემეთ“, - განაცხადა დეპუტატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics