13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 22:52:51, 532 ნახვა

პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" კორცხელში მომხდარ ძალადობას გმობენ

"თავისუფალი დემოკრატები" ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში მომხდარ ძალადობას, გმობენ. პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპულად  ვგმობთ კორცხელში მომხდარ ძალადობას, რადგან ეს არის ადამიანების   უფლებების  ხელყოფა; ეს ქმედებები დღეს ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ძალადობა.  ამასთნავე ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი ფიზიკური და მორალური ძალმომრეობა.

მომხდარი კატასტროფულად აზიანებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულაბას და, კერძოდ, საარჩევნო პროცესის ობიექტურად, სამართლიანად წარმართვის შესაძლებლობასა და პერსპექტივას. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფლებას, რადგან უკიდურესად უარყოფითად ზემოქმედებს მის უფლებაზე, გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი.

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, დაუყოვნებლად დაიწყონ გამოძიება, რათა   გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს მომხდარი დანაშაულის ყველა დამკვეთი, წამქეზებელი და უშუალო შემსრულებელი." - ნათქვამია პარტიის მიწერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics