12:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 14:27:58, 1230 ნახვა

კომენტარი
ალასანია: ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ

დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია უდანაშაულო ადამიანიების და მათი ოჯახების წევრების მიმართ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციების ჯაჭვი დასრულდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი დამარცხდება.

„დაკავებულებს შესაწყალებელი არაფერი აქვთ, მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება. მათ სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან იმას, რომ ეს ბიჭები იყვნენ უდანაშაულოდ ციხეში“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე პარტიის ლიდერები და დაკავებულების მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციას ახალგაზრდები და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა შეუერთდა.

აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია. ამასთან, აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics