|
2016-05-19 14:16:29, 518 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა დაუშიშროების ქვეკომიტეტის წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინსტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ვიზალიბერალიზაციისსაკითხზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესებისა და ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტი არასოდეს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის დაგანაცხადეს, რომ ამ მისიებში საქართველოს, როგორც ერთერთი მსხვილი კონტრიბუტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)