|
2016-05-19 13:48:20, 572 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ალიანსის წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მხოლოდ რეფორმებზე დამოკიდებული არ არის
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს წევრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რეფორმებზე დამოკიდებული არ არის. როგორც აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, საჭიროა პაკეტის გაძლიერებაზე მუშაობა, რათა დაჩქარდეს ის მომენტი, როდესაც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მზად იქნება. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტის გაძლიერებაზე იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ის მომენტი, როდესაც საქართველო წევრობისთვის მზად იქნება. ალიანსის წევრობა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე დამოკიდებული. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რისი გაკონრტოლების უნარიც გვაქვს“, - აღნიშნა აპატურაიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტის ენა საქართველოსთან მიმართებაში იგივე იქნება, რაზეც დეკემბრის მინისტერიალზე მოხდა შეთანხმება. „ენა, რომელზეც შევთანხმდით, დეკემბერში იქნება ვარშავაშიც იგივე. ეს არის პოლიტიკური რელაობა. არ არის კონსენსუსი განცხადების შინაარსის შეცვლაზე. მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა, არც გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება კონსენსუსზე ემოქმედა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)