16:13 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 12:57:09, 565 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში „რესპუბლიკელები“ მონაწილეობას არ მიიღებენ

თუ პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, მის დაძლევაში „რესპუბლიკელები“ მონაწილეობას არ მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რესპუბლიკელებმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და თუ პრეზიდენტი გამოიყენეს ვეტოს უფლებას, ბუნებრივია, ისინი არც ვეტოს დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას

"კანონით და კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, ყველა კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა რომ ბრძანა მე ხომ არ ჩამოვიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე უფრო ადრე სჭირდება ამას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ქუთაისში არა, თბილისში მობრძანდეს," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენმა გუშინ, ქუთაისში ყოფნისას განაცხადა, რომ კანონპროექტი ამ დრომე არ მიუღია.

"მე თვითონ ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით,“ - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics