14:30 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 11:53:20, 662 ნახვა

პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კაბელების საქმის განაჩენის შესწავლას აპირებს. სახალხო დამცველის თქმით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა.

„ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც ადვოკატების წვდომა მასალებზე შეზღუდა. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმეს, განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე თავიდანვე არსებობს. აქ საუბარია, რამდენად არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებულებები, ამიტომ ეს ყველაფერი არის განსახილველი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics