12:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 11:16:52, 1033 ნახვა

პოლიტიკა
ალბანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმს დროებით გააუქმებს

ალბანეთი საქართველოსთვის  ტურისტული სეზონის პერიოდში სავიზო რეჟიმს გააუქმებს, - ინფორმაცია ამის შესახებ ალბანეთის მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ალბანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 15 მაისიდან 1 ნოემბრამდე ცალმხრივად გაუუქმოს სავიზო რეჟიმი. ალბანეთის მხრიდან ვიზალიბერალიზაცია ასევე შეეხება რუსეთს, ბელარუს, საუდის არაბეთს, ყატარს და ომანს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ალბანეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი დასჭირდებათ. ვიზის გარეშე ქართველი ტურისტები ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება ალბანეთის მთავრობამ ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics