|
2016-05-11 17:08:43, 656 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გუგავა: როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ, „ლეიბორისტები“ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით
როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ საკვებად, მაშინ „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, - ასე პასუხობენ „ლეიბორისტულ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც „ლეიბორისტები“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიხსენია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მაშინ სააკაშვილს გვერდში ბიძინა ივანიშვილი ედგა, რომელიც ხელისუფლებას აფინანსებდა. „როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ საკვებად, მაშინ „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ამის გამო ნათელაშვილს ირაკლი კობახიძისხელა შრამი აქვს ფეხზე. ამ დროს მისი უფროსი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს აფინანსებდა. აძლიერებდა მის რეჟიმს. შესაბამისად მასაც აქვს ცოდვა იმ უბედურებაში, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქართველი ხალხის კისერზე დატრიალდა. ახლა ბინძური ჭორებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ ჭორების გავრცელება ჯერ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ახლა მისი პარტიის წევრები ავითარებენ ამ ნაცად ხერხს, მაგრამ ეს აღარ გაჭრის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის ის უზნეობა და უკანონობა, რასაც ივანიშვილი და მისი კლანი ჩადის ამ ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გუგავამ. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და „ლეიბორისტებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა. ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)