07:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 22:55:17, 558 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია მეჭიაურის განცხადებებზე: რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს

"რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია თამაზ მეჭიაურის განცხადებებს გადაცემა "არჩევანში".

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრემიერსაც ეხება, ამიტომ ეს  არ არის "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის არსებული პრობლემა.

"ასეთი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც რუსული რბილი ძალისგან მოდის და რუსულ ინტერესებზე ასხამს წყალს. თუმცა, თამაზ მეჭიაურის განცხადებები პრემიერსაც შეეხო და ვფიქრობ, ეს არ არის რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის არსებული პრობლემაა. პრობლემა არის პარტიასა და მის ლიდერებს შორის, რომლებიც ვერ ჩამოყალიბდნენ და შიგნითაც ვერ გაურკვევიათ საკუთარი პოზიციები,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics