03:14 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 22:54:01, 633 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი: ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის „ათვისებას“ პროვოკაციულ ნაბიჯად განვიხილავთ

"ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის „ათვისებას“ განვიხილავთ პროვოკაციულ ნაბიჯად" - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს.

როგორც რუსული მედია იუწყება, მოსკოვი ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და მათი აზრით, ეს მიმართულია ამერიკავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესარყევად.

„ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის „ათვისებას“ განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ამერიკავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესარყევად. ამას ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ღია ხელშეწყობა თბილისის რევანშისტული მისწრაფებებისადმი“, - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics