|
2016-05-03 21:53:25, 823 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ჯიბეს“ ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
თბილისში კომპანია „ჯიბე ქეშ ენდ ქერის“ მეთორმეტე აუთლეტ მაღაზია გაიხსნა. ობიექტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო მონაწილეობა. „ჯიბემ“ ქვეყნის მასშტაბით უკვე მეთორმეტე ობიექტი გახსნა. კომპანიაში 2015 წელს განხორციელდა 10 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია და დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას აქვს გაფართოების გეგმები, რომლის მიხედვით 2016 წლის ბოლომდე კიდევ ოთხი მაღაზია უნდა გაიხსნას და დამატებით დასაქმდეს 400 ადამიანზე მეტი. მაღაზიათა ქსელი „ჯიბე“ შემსყიდველებს და ბითუმად მოვაჭრეებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროდუქცია საკმაოდ კარგ ფასში და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ცივილიზებულ გარემოში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჯიბე“ წარმოადგენს საბითუმო სავაჭრო კომპანიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე 12 ფილიალი აქვს. მისი მომხმარებლები არიან დიდი, საშუალო და პატარა როგორც ქსელური, ასევე ყველა ტიპის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ფორმატის მომსახურებისა და ვაჭრობის ობიექტები. მაღაზიებში წარმოდგენილია პროდუქტი, სასმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, ბავშვთა მოვლა და ჰიგიენური საშუალებები. „ჯიბეს“ აუთლეტ მაღაზიებიდან 3 თბილისში, ხოლო 9 რეგიონებშია განლაგებული.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)