20:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 08:34:08, 903 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase–ის სათავო ოფისს ეწვია და ბანკის პრეზიდენტს, ჯეიმს დაიმონთს შეხვდა

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა  J.P. Morgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

JPMorgan Chase–ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics