19:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 09:58:22, 728 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო როუდ შოუს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო როუდ შოუ მიმდინარეობს. პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე,  რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. 

საინვესტიციო როუდ შოუს მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენაა.

,,ჩვენ შევხვდებით პორტფოლიო ინვესტორებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს აბანდებენ სახაზინო ვალდებულებებსა და ევროობლიგაციებში, ასევე, აკეთებენ გრძელვადიან დაბანდებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტორებს ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მათგან მოზიდული სახსრები, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან იაფი, გრძელვადიანი და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. დღეს მათ წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი - თუ სად,  რომელ სექტორებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად გვექნება უკვე  წარმატებული შემთხვევები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ოფიციალური პირების გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.

როუდ შოუს დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის CitiGroup-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის J.P. Morgan-ის მხარდაჭერით მოხდა. ანალოგიური შეხვედრები ჩიკაგოს შემდეგ ბოსტონსა და ნიუ-იორკშიც გაიმართება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics