19:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 16:34:00, 750 ნახვა

ეკონომიკა
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს.

ამის შესახებ გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მოდელი ფინანსური ზედამხედველობისა არის სხვადასხვა. არიან ქვეყნები, სადაც ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკთანაა და არის ეროვნული ბანკის გარეშე. საბოლოოდ, ალბათ, ის მოდელია კარგი, რომელიც კარგად მუშაობს და რომელიც ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვფიქრობ და იგივე განვაცხადე პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის საჭიროება, რომ ფინანსური ზედამხედველობა ცენტრალური ბანკისგან გამოყოფილი იყოს. ალბათ, ეს უფრო განსაკუთრებით რელევანტური იყო გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში დიდი შოკი მიდოდა ლარის კურსის გაუფასურების თვალსაზრისით, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა საბანკო პორტფელის ხარისხზე”, - განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს პარლამენტმა ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფისა და მის ცაკლე სააგენტოდ ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics