17:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 20:28:47, 484 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა ევროატლანტიკური კურსის ერთგულება.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.

ლიდერებმა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გაფართებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს. შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics