23:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 15:57:43, 868 ნახვა

ეკონომიკა
მაია მელიქიძემ კომერციულ ბანკებში გათავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი არასამთავრობო სექტორთან განიხილა

კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე  დღეს არასამთავრობო სექტორის, ფინანსური დარგის აკადემიური წრეების, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  განიხილეს კანონპროექტი, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რომელიც უნდა დაინერგოს, უზრუნველყოფს ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევას. თუ ბანკს გარკვეული პრობლემები შეექმნება, დეპოზიტარების თანხები უფრო მეტად დაცული იქნება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მიესალმება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. დღეს საუბარია იმაზე, რა ფორმით შეიძლება საქართველოში დაინერგოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. 

ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ეს სისტემა არ არსებობს", - განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics