|
2016-04-26 09:25:06, 803 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის გეგმაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას, საჯარო მომსახურების გაუმჯობესება და მოდერნიზაციას. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოების კუთხით. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, მაკროეკონომიკურ ინდიკატორებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური სტრუქტურული რეფორმების გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოიცავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)