15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 16:02:42, 753 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, LIRICA-ს, უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს.

"კერძოდ, 20 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე  ს.ა.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 448 აბი Lyrica აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.

168 კაფსულა LIRICA აღმოაჩნდა 21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ აზერბაიჯანის მოქალაქე პ.ვ.-ს. მის საქმეს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის  დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის   პოლიციის განყოფილება შეისწავლის.

ამავე მედიკამენტის უკანონო შემოტანას შეეცადა 22 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, საბერძნეთის მოქალაქე ი.მ., რომლის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას.
23 აპრილს კი, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ის ხელბარგში 44 აბი LIRICA აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ლაგოდეხის შსს  რაიონულ სამმართველოს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics