|
2016-04-22 13:40:57, 685 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკში“ ფინანსური განათლების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
კვლევას ოთხი ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომლებიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში, საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე ისაუბრეს.
კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევაში სულ 1000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი და რუსთავი)." ინტერვიუების ჩატარება TNS -მა უზრუნველყო. საერთაშოისო გამოცდილების მიხედვით, კვლევას ოთხი ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე: ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომლებიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით. ყველაზე მეტად გაუმარტივდათ ინფლაციასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ასევე, გამოკითხულთა 45 % თანხას ნაღდი ფულით ზოგავს. თუმცა, მაღალშემოსავლიან სეგმენტში (2000-3000 ლარი) 29 %-ით მაღალია ბანკების მიმართ ნდობა, ვიდრე დაბალ შემოსავლიანში (0-500) " კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად გათვიცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში, როგორია მათი დამოდკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს. მსგავსი, ტიპის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება"- ამბობს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი. ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა თიბისი ბანკის სპციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ბანკმა არაერთი სატელევიზიო პროექტი და გრაფიკული რგოლები, მოამზადა, რომელიც სოციალური მედიის საშულაებით ვრცელდება. აღნიშნული კვლევის შედეგები „თიბისი ბანკს“ ფინანსური განათლების შესახებ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. (R)
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)