|
2016-04-19 11:29:42, 485 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: MAP-ი პოლიტიზირებული საკითხი გახდა
„წინა ხელისუფლება მაპ-ს იყენებდა პოლიტიკური დისკურსის ნაწილად, შესაბამისად წევრობის გეგმა - მაპ-ი გახდა პოლიტიზირებული საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ალიანსის 28 წევრს გაუჭირდება კონსენსუსი მაპ-ის მინიჭებაზე. „ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ როდის მოიწვევენ საქართველოს წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატოს წევრი. კითხვა ისმის, როდის? ეს გახლავთ თემა კონბინაციისა, რეფორმებისა და ტექნიკური საკითხებისა. მოკავშირეებს აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს უსაფრთხოების პოზიციებს. წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას. რეფორმების ჩატარება უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნატოსთან მიერთების თვალსაზრისით. საქართველოს გააჩნია მეტი ინსტრუმენტი, ვიდრე ბევრ სხვა წევრობის კანდიდატს. საქართვეო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატოს ისტორიაში. ნატო თავისებურად, პარტნიორობის საფუძველზე მხარში უდგას საქართველოს“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)