|
2016-04-18 11:57:17, 340 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში გაეროს მაღალი დონის დებატებში მიიღებს მონაწილეობას
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძე საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული რეფორმების დღის წესრიგსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროგრესზე. მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაეროს მაღალი დონის თემატურ დებატებში ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. მიხეილ ჯანელიძე ასევე სიტყვით გამოვა გაეროს სპეციალურ სესიაზე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესიაზე საქართველო წელს პირველად მონაწილეობს. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის პროცესზე. ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება კოლეგა მინისტრებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 აპრილამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)