|
2016-04-15 11:07:24, 807 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენმა“ ბაზარზე ახალი, ვაშლის და პიტნის არომატის ლიმონათი გამოიტანა
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენის ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ, განსაკუთრებული გემოს არჩევანს სთავაზობს. სულ ახლახანს, ქართულ ბაზარზე,ზედაზენის ლიმონათის ახალი არომატი - ვაშლი პიტნით გამოჩნდა. ვაშლის და პიტნის, ამ ორი გემოს საოცარი ჰარმონია განსაკუთრებული არომატით და გემოს ახალი შეგრძნებით გამოირჩევა. გაზაფხულის სურნელი, სიმშვიდისა და სიმსუბუქის საოცარი შეგრძნება ზედაზენის ახალი გემოს ძირითადი გამოწვევაა. დღეიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ზედაზენის ლიმონათის შვიდი არსებული არომატის გარდა ახალი, ვაშლი პიტნით დააგემოვნოს. – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე. ზედაზენის ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ყველაზე მაღალი სანდოობით და პოპულარობით სარგებლობს. სანდოობა - ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი რომლის მოპოვებაც ჩვენმა კომპანიამ ამ წლების განმავლობაში შეძლო – აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე. ახალი არომატი, სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი –0.5ლ შუშა, 1ლ პეტი და 2ლ. პეტი. R
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)