|
2016-04-14 11:59:33, 762 ნახვა
სამართალი
ევროპის საბჭოს ანგარიშში საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირება დადებითად არის შეფასებული
ევროპის საბჭოს ანგარიშში საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირება დადებითად არის შეფასებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და რეგიონული ნორმების ფარგლებშია. პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. „ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქალი პატიმრების რაოდენობა დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაჩვენებელს შეესაბამება; ასევე, მკვეთრად შემცირდა არასრულწლოვან პატიმართა რაოდენობა და ამჟამად, ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია; უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა კი, მკვეთრად ჩამოუვარდება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში განახევრდა წინასწრ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობა, დანაშაულის მაჩვენებელი კი, მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით“, - აცხადებენ სამინისტროში. მათივე ცნობით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს არასაპატიმრო სასჯელების დანერგვის კუთხით, მათ შორის, აღსანიშნავია, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით, რომელიც ამჟამად არასრულწლოვნებზე ვრცელდება; მოქმედებს ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის თანახმად უქმდება თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე და მის ნაცვლად ინერგება შინაპატიმრობა; იხვეწება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გასაჩივრების, უვადო მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები; ასევე, გადაიხედება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი. ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო არამხოლოდ აღასრულებს სასჯელს, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა სახის პროგრამებს ახორციელებს, რაც გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და ამავე დროს, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს. სამინისტროს ცნობით, ევროპის საბჭომ ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციები, მათ შორის ის, რომ საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან; ასევე, დაინერგა დამატებითი საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნოვაციას და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მხარდაჭერას; პრობაციის სისტემის მუშაობა სამაგალითოდ არის მიჩნეული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და სხვა. ანგარიშში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციებიც არასაპატიმრო სასჯელების კიდევ უფრო ფართოდ გამოყენების, პატიმართა რაოდენობის შემდგომი შემცირების, სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოების, მონაცემთა ბაზების სრულყოფის თაობაზე და ა.შ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)