|
2016-04-12 15:42:25, 743 ნახვა
სამართალი
34-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები იმ პროცესებს აპროტესტებენ, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. "დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები აპროტესტებენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს სასამართლოში. ეს ეხება, პირველ რიგში, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესებს, რომელიც არის საკმაოდ ბუნდოვანი“, - განაცხადა ბენიძემ. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, საბჭოს წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. "ჩვენ ვნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რომელიც ვერ უძლებდა კრიტიკას, განსაკუთრებით მოსამართლეების დანიშვნის და დაწინაურების საკითხში. დღეს კანონმდებლობა საბჭოს წევრებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ყოველგვარი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე“, - აღნიშნა სოფო ვერძეულმა. ამასთან, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, მოსამარტლის შერჩევა დანიშვნის უზრუნველყოფა არის მთავარი საკითხი, რომელიც სამართლიან არჩევნებს განაპირობებს. "საქართველოს პოზიცია დღემდე იყო არის და იქნება მომავალშიც ის, რომ სასამართლო აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და სასამართლოს გაძლიერების მთავარი საფუძველი არის ინდივიდუალური მოსამართლე“, - განაცხადა კოჟორიძემ.
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)