03:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 11:45:39, 404 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 40%-ის აზრით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის 40%-ის შეფასებით, საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.

კერძოდ, კითხვაზე, როგორია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა, რესპონდენტთა 1 %-მა აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, 2 %-მა აღნიშნა, რომ კარგია, 29 %-ის აზრით საშუალოა, 40 % თვლის, რომ ცუდია, 26 % ფიქრობს, რომ ძალიან ცუდია, 2 %-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 53 % -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ი თვლის, რომ ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, ხოლო 59 %-ის ვარაუდით, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 1% აზრით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუმჯობესდა, 19% თვლის, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 48% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, 13%-ის აზრით ეკონომიკური მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა, 4%-მა აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 16%-ი კი აღნიშნავს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics