07:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 14:33:53, 1172 ნახვა

მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა

ბელგიაში პარიზის ტერაქტების ორგანიზატორების თანამზრახველი მუჰამედ აბრინი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ერთდროულად რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული.

მათივე ცნობით დაკავებულები, ტერაქტებთან არიან დაკავშირებული, მათ შორის არის აბრინიც. პროკურატურა ამოწმებს არიას თუ არა აბრინი, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მესამე ორგანიზატორი. უწყების ინფორმაციით, აბრინის თითის ანაბეჭდები 2 საცხოვრებელ სახლში და მანქანაში აღმოაჩინეს. აღშანიშნავია, რომ აღნიშნული მანქანა პარიზის ტერაქტების საქმეში ფიგურირებს.

მედიის ცნობით, დაკავება ანდერლეხტის რაიონში მოხდა. მათივე ვერსიით, სწორედ აბრინი იყო ის მესამე ადამიანი, რომელიც ორ თვითმკვლელთან ერთად მოხვდა ვიდეოკადრებში ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებამდე. ის ასევე აღბეჭდილია პარიზის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში ნოემბრის ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე.

წინასწარი ინფორმაციით დაკავებულია 4 პირი მათ შორის ვინმე ოსამ კრაემი. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ოსამ კრაემი თვითმკვლელ ტერორისტებს ბრიუსელში მეტრო სადგურის ტერაქტის მოწყობაში ეხმარებოდა. უწყების ინფორმაციით კრაემი სირიიდან 3 სექტემბერს დაბრუნდა. ეჭვმიტანილი მიგრანტებთან ერთად ჯერ საბერძნეთში ჩავიდა, რის შემდეგაც გერმანიიის გავლით დაქირავებული ავტომანქანით სალაჰ აბდესლამითან ერთად ბრიუსელში ჩავიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics