07:43 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 18:40:46, 1299 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში დაჯგუფება "ჯამაათის" 5 პირი დააკავეს

სპეცოპერაციის შედეგად, რუსეთში კერძოდ კი ქალაქ პალასოვკაში, ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, რუსეთის ძალოვანებმა ვოლგოგრადში სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც დაჯგუფება "ჯამაათის" 5 წევრი დააკავეს. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთანაა" კავშირში.

წინასწარი ინფორმაციით, "ჯამაათი" რუსეთში მოქალაქეებs იბირებს, რის შემდეგაც ეს მოქალაქეები სირიაში "ისლამურ სახელმწიფოში" წევრიანდებიან.

მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება პატარა ქალაქ პალასოვკაში მოქმედებდა. ცნობისთვის, ქალაქში 15 ათასი მოსახლე ცხოვრობს.

რუსეთის სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვოლგოგრადში ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა. ჩხრეკისას დაკავებულებს საბრძოლო ტექნიკა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და რელიგიურ-ექსტრიმისტული შინაარსის ლიტერატურა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics