02:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 12:19:43, 398 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური, ეს ტექნიკური გათვლაა

"პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური.ეს ტექნიკური გათვლაა”,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ქუმსიშვილის განმარტებით, მთავრობის ვალდებულებაა, ყველა ვადა-არჩევნების ჩატარების და მეორე ტურის შემთხვევაში საჭირო ვადა ტექნიკურად გათვალოს.

"პრემიერს არ უთქვამს, რომ იქნება ბევრი მეორე ტური. მან თქვა, რომ ჩვენი ვალდებულებაა ტექნიკურად გავთვალოთ ყველა ვადა და შესაბამისად უნდა გვქონდეს ის ვადა, რომელიც საშუალებას მოგვცემს იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, რომ ჩვენს კალენდარულ წელიწადში ჩავეტიოთ იმიტომ, რომ ამის შემდეგ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ბიუჯეტი იქნება დასამტკიცებელი და ა.შ. შესაბამისად, ეს ტექნიკური გათვლაა და ერთ მაჟორიტარულ ოლქშიც რომ იყოს, ჩვენ ყველას მოგვიწევს დალოდება",-განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ მიიღეს  საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება. პრემიერის თქმით, ოქტომბრის ბოლოსთვის არჩევნების ჩატარება მიზანშეუწონელია, ვინაიდან მისივე შეფასებით,  იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული  არჩევნების მეორე ტურის გამართვა  საჭირო გახდება, მას თავის მხრივ,  დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში,  შესაძლოა, საარჩევნო უბნებთან მისვლის პრობლემა შეიქმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics